ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სასწავლო სტიპენდიები

სასწავლო სტიპენდიები იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე სწავლის მსურველთათვის
ქ. არეცოს იტალიური კულტურის სკოლა, რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის სფეროში, იტალიური ენის შემსწავლელებს 2027 წლისათვის შემდეგ სასწავლო სტიპენდიებს სთავაზობს:

  • 1 სტიპენდია 50%-ანი დაფინანსებით, იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად;
  • 2 სტიპენდია 40%-ანი დაფინანსებით იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად;
  • 3 სტიპენდია 30%-ანი დაფინანსებით იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად.

აღნიშნული სტიპენდია არ მოიცავს საცხოვრებლის ხარჯს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ბროშურის სანახავად დააჭირეთ აქ.

 


ბოლონიის უნივერსიტეტი: ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა „
Greening Energy Market and Finance“ 2027-2028
აკადემიური წლებისთვის
Erasmus Mundus Joint Master-ის სამაგისტრო პროგრამა “Greening Energy Market and Finance” (GrEnFIn) ორგანიზებულია სამი უნივერსიტეტის (მათ შორის, ბოლონიის უნივერსიტეტის) კონსორციუმის მიერ და განკუთვნილია საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან.
კურსის ხანგრძლივობა 24 თვეს, მოცულობა კი 120 ECTS კრედიტს შეადგენს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები.
სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ სათანადო აკადემიური მაჩვენებლები; დიპლომი სამაგისტრო პროგრამის ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, სტატისტიკა, ინფორმატიკა, ინჟინერია, და ინგლისური ენის ცოდნის (სულ მცირე, B2 დონეზე) დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საუკეთესო კანდიდატებისთვის გაიცემა ერაზმუს მუნდუსის სასწავლო სტიპენდია.
სწავლის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 7 იანვარი.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

 

არქივი