Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება

თარიღი:

25/09/2018


ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება

"იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება" - ჩვენი საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპია, რომელიც იმართება 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით. მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული არტეფაქტები, გამოსახულებების დიგიტალიზაცია და მათი შედარებითი შესწავლა - ესენია ვორქშოპისა და მასზე წარმოდგენილი პრეზენტაციების მთავარი თემები. იტალიის კვლევების საბჭოსა და უნივერსიტეტის გარდა, ღონისძიების მონაწილენი არიან ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა ETT, Centrica და Cose belle d’Italia. ვირტუალური და ინტერაქტიური ტექნოლოგიები სახეს უცვლის არა მხოლოდ მუზეუმის როლსა და ფუნქციებს, არამედ კვლევით მეთოდებსაც. 21-ე საუკუნეში არქეოლოგის ფიგურა გასხვავებული სპეციალიზაციის მქონე მეცნიერთა ჯგუფმა ჩაანაცვლა, ყველაზე დახვეწილი ხელოვნების ნიმუშიც კი უძრავ საგანს აღარ წარმოადგენს. ციფრული ტექნოლოგიები ის ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება სულ უფრო მეტი დამთვალიერებლის მოზიდვისა და ექსპონატსა და მნახველს შორის მანძილის შემცირებისთვის.


centrica

ვორქშოპი გაიმართება ხვალ, 26 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის "აუდიტორიუმში" (ფურცელაძის ქ. 1). სამუშაო ენა ინგლისურია (ქართულ ენაზე თარგმანით).

"ეს ღონისძიება თხრობის ხელოვნებაზე პირველია იმ სემინართა სერიიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას მიეძღვნება. ამჟამად ვმუშაობთ სხვა ვორქშოპების ორგანიზებაზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება მუზეუმების დაგეგმვასთან, ურბანული სივრცეების გარდაქმნასა და კონსერვაციასთან, რაც იმის დასტური იქნება, რომ ცოდნის დარგები მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, ხოლო ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების განცალკევება უკვე მოძველებული მიდგომაა. მადლობას ვუხდი იტალიის კვლევების საბჭოსა და ქართულ ინსტიტუციებს, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვნენ. მისი მიზანია ორივე ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში საუკეთესო იტალიური გამოცდილების წარმოჩინება და გაზიარება. ეს სამომავლო თანამშრომლობისთვის ნაყოფიერი ნიადაგია", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

cose belle ditalia


დეტალური ინფორმაცია:

პროგრამა


ვიდეოპრეზენტაციები:

Centrica (მარკო კაპელინი)
ETT Solutions (ჯორჯო ჯენტა)
ლაურა ლონგო
Cose belle d’Italia Media Entertainment (რენარო საპორიტო)
CNR-ISTI (რობერტო სკოპინიო)


სტატიები და სიუჟეტები:

For.Ge - სტატია, 25.09.2018
Newposts - სტატია, 25.09.2018
The Georgian Times - სტატია, 26.09.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი - სიუჟეტი, 26.09.2018
ტვ მაესტრო - სიუჟეტი, 26.09.2018
ტვ იმედი - სიუჟეტი 26.09.2018
ინტერპრესნიუსი - სტატია, 26.09.2018
PIA - სტატია, 26.09.2018
The Messenger - სტატია, 27.09.2018


ადგილი:

Tbilisi

1080