ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიელი მუსიკოსები თბილისი პიანო ფესტზე, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება

იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, თბილისი პიანო ფესტის ფარგლებში ორი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ორი სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსი მიიღებს.

9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება კონცერტი “Miami International Piano Festival in Lecce”-ს სამხატვრო ხელმძღვანელისა და ასოციაცია “Nireo”-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმრის, ვირტუოზი პიანისტისა და დირიჟორის, ფრანჩესკო ლიბეტას მონაწილეობით, რომელიც მენდელსონისა და შოპენის მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.

18 ივნისს ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ცნობილი ქართველი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის მონაწილეობით, საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს ახალგაზრდა იტალიელი დირიჟორი ჯუზეპე მენტუჩა, რომელიც თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ თეატრებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა, ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი, სანტა ჩეჩილიას სახ. ეროვნული აკადემია და ბერლინის ფილარმონია. კონცერტზე მოცარტისა და ბეთჰოვენის დიდებული მუსიკა შესრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.