2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა.
მრავალრიცხოვან სტუმრებს იტალიური კრეატიულობის (ტრადიციებისა და თანამედროვეობის, ხელოსნობისა და ტექნოლოგიების, სილამაზისა და ფუნქციონალობის სინთეზის) ნამდვილი ზეიმი დახვდათ – ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და სხვადასხვა ღონისძიება.

სამი გამოფენა: იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა (FIGC) და კოვერჩანოს ფეხბურთის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა “ფეხბურთის თავგადასავალი: მოგზაურობა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში”, რომელიც მოგვითხრობს იტალიის ეროვნული ნაკრების შექმნაზე, გამარჯვებებსა და ტრიუმფალურ მომენტებზე; იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ტრადიციული რეწვის საწარმოთა გაერთიანების ინიციატივით შექმნილი ექსპოზიცია “Benfatto” და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და სააგენტო ANSA-ს ერთობლივი ფოტოექსპოზიცია “Roma Italia Expo 2023. Eterna evoluzione”, რომელიც გადმოსცემს იტალიის დედაქალაქის მრავალსახოვნებას მოდის, კინოს, არქიტექტურისა თუ ტექნოლოგიების კუთხით.

მუსიკა: ეროვნული ჰიმნები შეასრულა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “რუსთავმა”.

ენოგასტრონომია: წვეულებაზე, უამრავ სხვადასხვა დელიკატესთან ერთად, წარმოდგენილი იყო სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია (საუკეთესო იტალიური ღვინოები, პროსეკო, აპეროლი, პარმიჯანო) და, ასევე, მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულის, მატეო სივეროს სპეციალური მენიუ (მატეო სივეროს საქართველოში კარგად იცნობენ იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ინიციატივის წყალობით).

იტალიის ეროვნული დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა ინსტიტუციის, დიპლომატიური კორპუსის, ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა. მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს.

სტატიები და სიუჟეტები:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სიახლე, 03.06.2023
ტვ იმედი, გადაცემა “ქრონიკა” – სიუჟეტი, 03.06.2023
ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 03.06.2023
Faqtebi.Ge – სტატია, 03.06.2023
Agenda.Ge – სტატია, 04.06.2023
Georgia Today – სტატია, 04.06.2023
The Messenger – სტატია, 05.06.2023
AISE – სტატია, 06.06.2023