ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ახალგაზრდა ქართველ დიზაინერთა კონკურსში „When Italian Design Meets Georgian Creativity – Quality Matters” გამარჯვებულების დაჯილდოება

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც SOLO და ახლახან დასრულებული Mercedes-Benz თბილისის მოდის კვირეული მასპინძლობდნენ, სტუდენტებისა და დიზაინის სფეროს წარმომადგენელთა მრავალრიცხოვნობით გამოირჩეოდა. საქართველოში იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებით მარტის თვეში გამოცხადებული კონკურსი (https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/2023/03/opportunita-concorso-di-design_0.html და https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/2023/03/michele-de-lucchi-tra-passato-presente.html) მიზნად ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების გამოვლენას ისახავს და მათ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი კრეატიულობა მდიდარი ქართული კულტურისა და მთელ მსოფლიოში აღიარებული, განუმეორებელი იტალიური დიზაინის ურთიერთკავშირის ჭრილში.
კონკურსმა, რომელიც დიზაინის სფეროში იტალიური გამოცდილებით დაინტერესების კიდევ ერთი დასტურია, შესანიშნავი პროექტები გამოავლინა (ეს პროექტები, საკონკურსო პირობების თანახმად, ორიგინალური საავტორო ნამუშევრები გახლავთ). ევროპის აკადემიურ წრეებში წამყვანი დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) ფლორენციის ფილიალის დირექტორი დანილო ვენტური ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო და სტუმრებს გააცნო ინსტიტუტის საქმიანობის ისტორიული და დინამიკური მხარე, რომელიც ინოვაციის, ორიგინალობისა და მდგრადობის კონცეფციას ეფუძნება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრა იაკოპო მანგანიელო, რომელმაც იტალიის ელჩის მოადგილე ნიკოლა იორიოსა და IED-ის წარმომადგენელთან, დიანა ქვარიანთან ერთად, გამარჯვებული დიზაინერები დააჯილდოვა. პირველი პრემია მიიღო დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ თოფურიამ, რომელმაც იტალიური გენიოსის, ლეონარდო და ვინჩის იდეებით შთაგონებული პროექტი წარმოადგინა. მეორე პრემიით დაჯილდოვდა სანდრი ურთხმელიძე პროექტისთვის, რომელიც ქვის გამოყენების მრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური მდგრადობის კონცეფციის ნაზავს წარმოადგენს. ჟიურის პრემია (იტალიური წარმოების ექსკლუზიური მზის სათვალე) მიიღო ინტერიერის დიზაინის საინტერესო პროექტის ავტორმა ნიკა ხვედელიძემ.
ვულოცავთ კონკურსში გამარჯვებულებს და მომავალ კონკურსამდე გემშვიდობებით!