ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ხმელთაშუა ზღვის პირველი კინოფესტივალი

16 მაისს იწყება ხმელთაშუა ზღვის პირველი კინოფესტივალი, რომელიც ხმელთაშუა ზღვისპირეთის ექვსი ქვეყნის საელჩოების ინიციატივით დაფუძნდა. ექვსი დღის განმავლობაში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ ქვეყნების (იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, თურქეთისა და ისრაელის) კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს.

კინოფესტივალზე იტალია წარმოდგენილი იქნება სამი ფილმით (იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით).

16 მაისს, სამშაბათს, 19:00სთ-ზე კინოფესტივალი გაიხსნება მასიმო ფალაის მოკლემეტრაჟიანი ფილმით “ორშაბათი” (2018წ.). ფლორენციაში გადაღებული ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ იქცევა მისი მთავარი გმირებისთვის მოდის ზაფხულის ჩვენება ახალი ცხოვრების დასაწყისად.

19 მაისს, პარასკევს, 18:00სთ-ზე ნაჩვენები იქნება ანდრეა სეგრეს სრულმეტრაჟიანი კინოსურათი “Welcome, Venice” (2021წ.), რომელიც გვიამბობს ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძულის, ჯუდეკას ძირძველი ოჯახის წევრების კონფლიქტზე, რომელიც მასობრივი ტურიზმით გამოწვეული პროცესის ფონზე იშლება.

20 მაისს, შაბათს, 17:30სთ-ზე მაყურებელი იხილავს იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ვიტორიო დე სიკას ფილმს “უმბერტო დ.” (1952წ.).

ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ “ამირანში”. დასწრება თავისუფალია.