Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წლისთავი: დოკუმენტური ფილმის "Kordon" ჩვენება

თარიღი:

24/02/2023


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წლისთავი: დოკუმენტური ფილმის

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი აგრესიის დაწყების წლისთავზე, გთავაზობთ ინიციატივას იტალიის მხრიდან უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერის დასადასტურებლად: 2023 წლის 24 თებერვალს იტალიის საელჩო საქართველოში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, ალიჩე ტომასინის დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გამართავს.

ალიჩე ტომასინი ომის დაწყებისთანავე უკრაინის საზღვარზე მოხალისედ წავიდა. როგორც თავად ამბობს, იქ ყოფნისას მიხვდა, რომ მისი, როგორც რეჟისორის, დახმარება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და ფილმის გადაღებას შეუდგა. სწორედ ასე შეიქმნა ემოციური ისტორია სიმამაცეზე, გამძლეობასა და სოლიდარობაზე - სრულმეტრაჟიანი ფილმი "Kordon" ("საზღვარი"), რომელიც დაჯილდოვდა ჯერ რომის კინოფესტივალზე, როგორც "საუკეთესო ფილმი უცხოურ თემაზე", შემდეგ კი ლონდონის კინოფესტივალზე, როგორც "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".

ფილმი გვიამბობს ხუთი ჩვეულებრივი უკრაინელი ქალის ამბავს, რომლებიც მოხალისეებად ბრუნდებიან უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე, სადაც ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ და იმედი დაუბრუნონ ომის საშინელებებს გამოქცეულ თანამემამულეებს.

კინოჩვენება გაიმართება 24 თებერვალს, 16:00სთ-ზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. 53).

#StandWithUkraine


ადგილი:

Tbilisi

1487