Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გრძელდება ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში

თარიღი:

07/09/2022


გრძელდება ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში

სამუშაო ჯგუფი, პროფესორ ელენა როვას ხელმძღვანელობით ანახლებს არქეოლოგიურ საქმიანობას კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. "ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი" (GILAP) ხორციელდება ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით (დირექტორი დავით ყვავაძე) და დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. ამ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები ფოკუსირდება ახალ არქეოლოგიურ ლოკაციაზე სახელწოდებით „ჭიაური 1". ის წარმოადგენს დაბალ ხელოვნურ ბორცვს და მდებარეობს სულ რამოდენიმე კილომეტრში წინა არქეოლოგიური ლოკაციიდან „წითელი გორები 5", რომელზეც არქეოლოგიურმა მისიამ იმუშავა 2018-2021 წლებში.

პირველი შედეგები დამაიმედებელია: რეგიონის არქეოლოგიური ლოკაციების უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, რომლებმაც მძიმე დარტყმა განიცადეს მექანიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების გამო, ამ ადგილის კონსერვაციის მდგომარეობა კარგია. ზედაპირზე მოპოვებული კერამიკის ნაწილები კვლევის ამ ეტაპზე, რომელიც მეტად გაღრმავებას მოითხოვს, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ქალკოლითური ხანიდან (ძვ. წ. V-IV ათასწლეული) ძვ. წ. I ათასწლეულამდე პერიოდის ნამოსახლარის ნაშთებთან.

კვლევა მიზნად ისახავს ნათელი მოჰფინოს მდინარე ალაზნის ხეობის ღრმა და მომხიბვლელ წარსულს, აღადგინოს ადამიანის განსახლების დინამიკა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ცოცხალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს ხომ ცივილიზაციის ჭეშმარიტი აკვანია, სადაც თითოეულ პატარა დეტალს შეუძლია მოახდინოს ადამიანთა ჯგუფების გადაადგილებისა და ტექნიკების ევოლუციის რთული მოზაიკის რეკონსტრუქცია რეგიონში, რომელიც მუდამ იყო ხალხებისა და კულტურების გზაჯვარედინი.

იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლა იორიო შეხვდა პროფესორ როვასა და მის ჯგუფს და წარმატება უსურვა დაგეგმილი ინტენსიური სამუშაოების განხორციელებაში.


ადგილი:

Tbilisi

1437