Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი:

16/09/2022


იტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება: ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), რომელიც 18-25 სექტემბერს გაიმართება, ნაჩვენები იქნება ორი იტალიური კინოსურათი:

- "მშვიდობით, ლეონორა", ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პაოლო ტავიანის პირველი ფილმი, რომელიც მან ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ გადაიღო. ფილმი, რომელმაც "ვერცხლის ლენტი" და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო მოიპოვა, ლუიჯი პირანდელოს ეძღვნება და ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი გვიამბობს სიცილიელი მწერლის ნეშტის დაუჯერებელ მოგზაურობაზე რომიდან აგრიჯენტომდე, მეორე ნაწილი კი პირანდელოს უკანასკნელი მოთხრობის ეკრანიზაციაა.

- "ერთი ქალი", იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ფრანჩესკო კოსტაბილეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა აგებული და მოგვითხრობს თექვსმეტი წლის კალაბრიელი გოგონას ამბოხზე საკუთარი ოჯახისა და ნდრაგეტასთან დაკავშირებული ნათესავების წინააღმდეგ.

იტალიური კინოფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის კინოთეატრ "აპოლოში".

biaff


ადგილი:

Tbilisi

1442