Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

არქეოლოგიური მისია დმანისში

თარიღი:

22/08/2022


არქეოლოგიური მისია დმანისში

გრძელდება დმანისის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა იმ არქეოლოგიური მისიების ფარგლებში, რომლებიც საქართველოში იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება. მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მუშაობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და მასში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი.

დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდის ნაშთები 1.8 მილიონი წლით თარიღდება და აფრიკის კონტინენტის გარეთ უძველესია. იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი იკვლევს ცხოველთა განმარხებულ ნაშთებს იმ გარემოსა და ეკოსისტემის მაქსიმალური დეტალური რეკონსტრუქციისთვის, რომლის ნაწილსაც ჩვენი შორეული წინაპრები შეადგენდნენ,

რაც მათი გადაადგილებისა და კვებითი ჩვევების დადგენას უწყობს ხელს.

პროექტის მონაწილე იტალიური მხარე, გარდა იმისა, რომ წვლილი შეაქვს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო შედეგების მიღწევაში (განვლილი თვეების განმავლობაში გამოქვეყნებული კვლევები გაერთიანებული იქნება პრესტიჟული ჟურნალის "Journal of Human Evolution" სპეციალურ გამოცემაში), ასევე, აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ მკვლევართა ფორმირების საქმეშიც, ქართველ კოლეგებთან ლაბორატორიულ კვლევებში გვერდიგვერდ მუშაობის წყალობით.

წლევანდელი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები კონცენტრირებული იყო ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ სამუზეუმო ექსპონატების შესწავლაზე. კერძოდ კი, გაგრძელდა ნამარხი ნაშთების დიგიტალიზაციის პროცესი სტრუქტურული სინათლის მქონე 3D სკანერის გამოყენებით, რაც არქეოლოგიური მასალის სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების, მათი შემდგომი სამეცნიერო კვლევისა და დამთვარიებელთა წინაშე მაღალხარისხიანი ვირტუალური რეალობის სახით ექსპოზიციის საშუალებას იძლევა.

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს იტალიურ არქეოლოგიურ მისიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

https://www.dst.unifi.it/

http://museum.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=51


ადგილი:

Tbilisi

1436