Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიისა და საქართველოს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

თარიღი:

15/06/2022


იტალიისა და საქართველოს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

გრძელდება იტალიის საელჩოს ჩართულობა იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობაში, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის სფეროს უკავშირდება. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმთან ერთად ორგანიზებული ვორქშოპი „მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და განვითარება". ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლა იორიომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იტალიელმა ექსპერტებმა ანალიზა ძარატინიმ და ჯოვანა დე პალმამ. იტალიელმა მეცნიერებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საქართველოში არსებული რომაული ეპოქის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ძალისას პროექტში, ახალგაზრდა ქართველ არქეოლოგებს, სამუზეუმო კონსერვაციის სპეციალისტებსა და სტუდენტებს საუკეთესო იტალიური გამოცდილება გაუზიარეს. ხვალ ღონისძიების სტუმრები ძალისას მოინახულებენ.

"იტალიას და საქართველოს ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ, რომელიც განუზომელ სიმდიდრეს წარმოადგენს და, ამასთანავე, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იტალიის საელჩო ამაყობს, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობაში საკუთარი წვლილი შეიტანა. მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდები ამ ინიციატივაში ასე აქტიურად მონაწილეობენ და დიდ ინტერესს იჩენენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ", აღნიშნა ნიკოლა იორიომ.


სტატიები:

The Messenger – სტატია, 01.05.2022
Georgia Today – სტატია, 31.05.2022


ადგილი:

Tbilisi

1414