Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შესაძლებლობები: კონკურსი “STEM Study Visit” ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკში

თარიღი:

30/03/2022


შესაძლებლობები: კონკურსი “STEM Study Visit” ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკში

ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი შეთანხმების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) შორის, და ასევე, 2021 წლის 10 ივნისს საქართველოში იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის წარმატების შემდეგ, იტალიის საელჩო თბილისში წარმოგიდგენთ ახალ კონკურსს "STEM Study Visit". კონკურსი გულისხმობს სამთვიან სასწავლო ვიზიტს იტალიაში, რომელიც განხორციელდება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან 2023 წლის პირველ ნახევრამდე.

აღნიშნული კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობაა ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის, მწვანე და ლურჯი ეკონომიკის, კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების სფეროებით დაინტერესებული ორი ქართველი ახალგაზრდისთვის, რომელთა ასაკი 45 წელს არ აღემატება. კონკურსში გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო ვიზიტი ახელგანთქმულ ციფრულ აკადემია SPICI-ში, რომელიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ჰაბს წარმოადგენს და მისი სათაო ოფისი ქ. ნეაპოლში, სან-ჯოვანი-ა-ტედუჩოს რაიონში მდებარეობს. SPICI საერთაშორისო აქსელერატორი და სამეწარმეო ცენტრია, რომელიც მუშაობს კომპანიებისა და საჯარო ადმინისტრაციისთვის საჭირო ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გადაწყვეტებზე, წარმოების დაგეგმვასა და განვითარებაზე და, ასევე, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობ უწყებათაშორის პროგრამებზე.

ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებას სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში და იმ ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, რომელთა მიზანია იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გაფართოება.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალები და შერჩევის კრიტერიუმები მოცემულია კონკურსის პირობებში. განაცხადის წარდგენის ვადაა ა.წ. 30 აპრილის 15:00სთ (საქართველოს დროით). საკონკურსო პირობებში მითითებული სფეროებით დაინტერესებისა და ინგლისური ენის ცოდნის გარდა, პრიორიტეტულად ჩაითვლება იტალიური ენის ცოდნა და საუნივერსიტეტო განათლება (დამამთავრებელ კურსზე სწავლა ან დიპლომი) პროგრამული ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იტალიის საელჩოს საქართველოში ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it და, ასევე, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.


ადგილი:

Tbilisi

1390