ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, იტალიურ სკოლა “ცისკართან” თანამშრომლობით, 27 იანვარს გამართა რობერტო ბენინის ფილმის “ცხოვრება მშვენიერია” ჩვენება სკოლის მოსწავლეებისათვის.
იტალიელი რეჟისორისა და მსახიობის რობერტო ბენინის ფილმმა უამრავი პრესტიჟული კინოპრიზი მიიღო, მათ შორის, 3 “ოსკარი”, კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია, იტალიის კინოაკადემიის 9 პრემია “დონატელოს დავითი” და “სეზარი” საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. ეს ნამდვილი შედევრი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამაღელვებელი ფილმია, რომელიც გვიამბობს ჰოლოკოსტის სასტიკ რეალობაზე და გვიყვება ბავშვის თვალით დანახულ ომზე, რომელიც ცდილობს ლოგიკური ახსნა მოუძებნოს ამ საშინელი დანაშაულის არსებობას.

la vita e bella dvd