Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2021 წლის 22-28 ნოემბერი)

თარიღი:

02/11/2021


შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2021 წლის 22-28 ნოემბერი)

იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის (2021 წლის 22-28 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.

ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, გამოხატოთ თქვენი ინტერესი თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე და შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება თანამშრომლობაზე ან წინადადება დაფინანსებაზე).

ორივე შემთხვევაში, მოდულები უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრის 12:00 საათისა (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it. ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა, გაცნობებთ, რომ თანამშრომლობაზე და დაფინანსებაზე წინადადებების მიღების ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 18 ნოემბრის 18:00სთ-მდე (საქართველოს დროით).


ადგილი:

Tbilisi

1359