ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი” ახლა უკვე თბილისშია

2021 წლის 13 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე თბილისელ დამთვალიერებლებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, ივლისის თვეში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, ახლა კი თბილისის შუაგულში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.

ექსპოზიცია, რომლის კურატორი პომპეის არქეოლოგიური პარკია, საქართველოში ტარდება იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და იტალიურ კომპანია “Glocal Project Consulting”-სთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია იმ საგამოფენო ინიციატივების გაგრძელებაა, რომლებიც უკანასკნელ წლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა და უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: ეს გამოფენები 250.000 დამთვალიერებელმა მოინახულა.

baner

დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ:

გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”
ავეჯი იულიუს პოლიბიუსის სახლიდან
ოჯახური და პირადი სამლოცველოები
ოქრო-ვერცხლი: ფუფუნება და დახვეწილობა
პომპეური სახლის ბაღი: დასვენება ბუნებაში
ვეზუვის არეალის ფერწერა
ვულკანის ამოფრქვევის მსხვერპლთა თაბაშირის ფიგურები