Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კონცერტი, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობას მიეძღვნა

თარიღი:

27/09/2021


კონცერტი, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობას მიეძღვნა

დაიწყო მე-13 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები", რომელიც წლების წინ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა და ყოველწლიურად ბათუმში უამრავ შესანიშნავ მუსიკოს-შემსრულებელს მასპინძლობს.

ეს ფესტივალი ნამდვილი საჩუქარია მუსიკის მოყვარულებისთვის: გახსნით კონცერტში, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობასა და ყველაზე ცნობილი იტალიური კინომუსიკის შექმნელის, ნინო როტას დაბადების 110 წლისთავს ეძღვნებოდა, მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა, ნიჭიერმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა, კ. ვარდელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა იტალიელმა ბანდონეონისტმა, ბრწყინვალე შემსრულებელმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ.

კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, შესრულდა ნინო როტას და კიდევ ერთი გენიალური იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს შესანიშნავი მელოდიები, ასტორ პიაცოლას რამდენიმე ცნობილი ტანგო, ჯუზეპე სანჯენიტის მუსიკა და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოები, რომელიც მან იტალიელ ხალხს მიუძღვნა.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1350