Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი” ვანსა და თბილისში

თარიღი:

12/07/2021


გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი” ვანსა და თბილისში

2021 წლის 17 ივლისიდან დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება
იხილოს
გამოფენა "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი", რომელზეც
წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან


გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან: ამჯერად საქართველოს პირველად სტუმრობს ექსპოზიცია პომპეიდან, რომელიც ჯერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, ორი თვის შემდეგ კი თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამგვარი დონის გამოფენას რეგიონული მუზეუმი მასპინძლობს.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.

ექსპოზიცია, რომლის კურატორი პომპეის არქეოლოგიური პარკია, საქართველოში ტარდება იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და იტალიურ კომპანია "Glocal Project Consulting"-სთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია იმ საგამოფენო ინიციატივების გაგრძელებაა, რომლებიც უკანასკნელ წლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა და უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: ეს გამოფენები 250.000 დამთვალიერებელმა მოინახულა.

გამოფენა "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი", რომელიც 17 ივლისს ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება, ვანის ნაქალაქართან პარალელის გავლების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. გამოფენა მნახველისთვის ღია იქნება ვანში სექტემბრის თვის შუა რიცხვებამდე, რის შემდეგაც საქართველოს დედაქალაქში გადმოინაცვლებს.


baner


დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ
:


გამოფენა "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი"
ავეჯი იულიუს პოლიბიუსის სახლიდან
ოჯახური და პირადი სამლოცველოები
ოქრო-ვერცხლი: ფუფუნება და დახვეწილობა
პომპეური სახლის ბაღი: დასვენება ბუნებაში
ვეზუვის არეალის ფერწერა
ვულკანის ამოფრქვევის მსხვერპლთა თაბაშირის ფიგურები


ადგილი:

Tbilisi

1332