Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ბგერების, სხეულის ენისა და ექსპერიმენტული ცეკვის სინთეზი: იტალიური საცეკვაო დასი Dewey Dell თბილისში

თარიღი:

05/09/2019


ბგერების, სხეულის ენისა და ექსპერიმენტული ცეკვის სინთეზი: იტალიური საცეკვაო დასი Dewey Dell თბილისში

უამრავი წარმოდგენისა და სხვადასხვა იტალიურ თუ საერთაშორისო ფესტივალში (მათ შორის, ვენეციის ცეკვის ბიენალესა და მელბურნის, პარიზის, გრაცისა და ბერლინის ფესტივალებში) მონაწილეობის შემდეგ თანამედროვე ცეკვის დასი Dewey Dell საქართველოს დედაქალაქს ეწვევა. ინოვაციური ფორმების მუდმივი ძიებითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით გამორჩეული დასის წარმოდგენები მნახველის ყურადღებას იპყრობს ახალი გამომსახველობთი ხერხებითა და სტილით, რომელიც შთაგონებულია მხატვრული სახეებითა და სიმბოლოებით ხელოვნების ისტორიიდან და ცხოველთა სამყაროდან.

ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის, კირკეს ორგანიზებით და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართულ საღამოზე მნახველს იტალიური დასის სამი პერფორმანსი ელის: "à elle vide" უკავშირდება სიცარიელის შექმნას ორ პერსონაჟს შორის, რომელთა ხასიათი ქმედებებითა და მოძრაობებით გადმოიცემა; "Deriva Traversa" ეძღვნება საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და მარტოობას, რომელიც მწყემსების ხელობის შემადგენელი ნაწილია; "Storm Altas" კი გახლავთ წარმოდგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რომელიც ბგერების, ტექსტების, ჟესტებისა და მოძრაობის მეშვეობით დაგვაფიქრებს ადამიანის უძლურებაზე სტიქიის წინაშე.

არ გამოტოვოთ! გელით 12 სექტემბერს, 80:00სთ-ზე, კლუბ "ხიდში" (მის: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.


circe 1


ადგილი:

Tbilisi

1175