ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალია-საქართველო, გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისთვის. მოგზაურობა ახლის აღმოსაჩენად

სახელოვნებო რეზიდენცია – ეს ის ადგილია, სადაც ხელოვანებს ახალი გამოცდილების შეძენისა და სხვა კულტურებთან შეხების საშუალება ეძლევათ. ეს დიალოგისა და პროფესიული ზრდის, ახალი აღმოჩენებისა და იდეების განხორციელების, განსხვავებული წარმომავლობის ან სულაც ხელოვნების განსხვავებულ დარგებში მომუშავე ხელოვანებთან აზრთა გაცვლისა და გაზიარების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

გაცვლითი პროგრამა “იტალია-საქართველო. რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის” ამოქმედდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენი საელჩოს, სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მხარდაჭერით. პროგრამა გულისხმობს ოთხ სასწავლო სტიპენდიას ორი იტალიელი და ორი ქართველი ხელოვანისთვის, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში იცხოვრონ და იმუშაონ მათთვის ახალ კულტურულ გარემოში.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში 17-21 მაისს, იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) გაიმართება წლევანდელი კონკურსის შედეგების შემაჯამებელი გამოფენა “Through Unfamiliar”, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა ხელოვანების, ლორენცო პინჯიტორეს, ანდრეა ბარძაგისა და მანანიკო კობახიძის ნამუშევრები.

გამოფენა გაიხსნება 17 მაისს 16:00სთ-ზე. არ გამოტოვოთ!

poster