ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
12 დეკემბერი 2025
ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”: პროგრამა World House

მშვიდობისა და დიალოგის კულტურის გავრცელებისთვის მოქმედი ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი” აცხადებს კონკურსს პროგრამა World House-ზე სწავლის მსურველთათვის. პროგრამა მიმართულია 21-დან 28 წლამდე ახალგაზრდა ლიდერებისთვის კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური ზონებიდან, რომლებსაც უკვე აქვთ მოპოვებული (ან ექნებათ 2026 წლის ივლისამდე) საბაკალავრო ხარისხი. ასოციაცია დაფარავს ცენტრალური იტალიის უნივერსიტეტებში სამაგისტრო კურსზე სწავლის, ასევე, კვებისა და ცხოვრების ხარჯებს. განაცხადის წარდგენის ვადა: […]

Წაიკითხე მეტი
11 დეკემბერი 2025
იუნესკომ იტალიური სამზარეულო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა!

იტალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა სამზარეულოსთვის და არა რომელიმე კონკრეტული ტრადიციისა თუ რეცეპტისთვის. იტალიური სამზარეულო კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ბევრ რამეს – ცოდნას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს – აერთიანებს!

Წაიკითხე მეტი
3 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო დარგების უმსხვილესი იტალიური კომპანიების ვიზიტი საქართველოში

სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, იტალიურ და ქართულ ინსტიტუციებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, საქართველოში ბიზნესის წარმართვით დაინტერესებული იტალიური კომპანიებისათვის აქ არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ძიება წარმოადგენს ღონისძიების „Italian Infrastructure excellence in Georgia“ მთავარ მიზანს. ღონისძიება, რომელიც 2025 წლის 4 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოსა და […]

Წაიკითხე მეტი
1 დეკემბერი 2025
იტალიური პროდუქციის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით. ამჯერადაც იტალიურმა სტენდმა, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი: ძეხვეული, ტკბილეული და ნაყინი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, ავეჯი, სამკაულები და აქსესუარები. პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება IWAG საქველმოქმედო […]

Წაიკითხე მეტი
28 ნოემბერი 2025
N.I.C.E-ს მიერ წარმოდგენილი იტალიური კინო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: 1 დეკემბერს იწყება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული თბილისის მე-26 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს კინოს მოყვარულებს ახალი იტალიური კინემატოგრაფისადმი მიძღვნილ სპეციალურ პროგრამას შესთავაზებს. 1991 წელს ახალი იტალიური კინოს პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი იტალიური ასოციაცია N.I.C.E.-ს (New Italian Cinema Events) მიერ წარმოდგენილი პროგრამა ფესტივალის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებს და ექვსი ახალი […]

Წაიკითხე მეტი
25 ნოემბერი 2025
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიისა და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ძალისხმევა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში. “ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა დაუშვებელი დარღვევა და დაბრკოლებაა ჩვენი საზოგადოების განვითარების გზაზე. იტალია აგრძელებს გენდერული თანასწორობის, ქალთა […]

Წაიკითხე მეტი
25 ნოემბერი 2025
შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია ამიერკავკასიის რეგიონში, ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს. თბილისის ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს მეთერთმეტედ ტარდება, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორი კონცერტი გაიმართება: 30 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარსდგება […]

Წაიკითხე მეტი
18 ნოემბერი 2025
#SCIM2025, იტალიური სამზარეულო – კულტურა, რომელიც ტრადიციებით, ინოვაციებით, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების პრინციპებით საზრდოობს

საქართველოში ბრუნდება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, წელს უკვე მეათედ იმართება და მიზნად ისახავს იტალიური იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილის – კულინარიული ტრადიციებისა და ენოგასტრონომიული ცოდნის პოპულარიზაციას. წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალიური სამზარეულო – კულტურა, რომელიც ტრადიციებით, ინოვაციებით, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების პრინციპებით საზრდოობს“ და მისი მიზანია […]

Წაიკითხე მეტი
11 ნოემბერი 2025
სახელოვნებო რეზიდენცია სიცილიაზე

სიცილიის გეოგრაფიული საზოგადოება და სეჯესტას არქეოლოგიური პარკი, ქ. ჯიბელინას 2026 წლისთვის იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქად დასახელებასთან დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს “Cum Grano: თანამედროვე ხელოვნებისა და არქეოლოგიის ხედვები” ერთი ქართველი ხელოვანის შესარჩევად, რომელსაც შესაძლებლებლობა ექნება 2026 წლის ივნისის თვის განმავლობაში იცხოვროს და იმუშაოს ტრაპანის პროვინციის ქ. ჯიბელინაში მდებარე რეზიდენციაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1986 წლის 31 დეკემბრის […]

Წაიკითხე მეტი
4 ნოემბერი 2025
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

გუშინ, 3 ნოემბერს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის სფეროს მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ბრწყინვალე ქართველ საოპერო მომღერალ იანო ალიბეგაშვილს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა. იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო ალიბეგაშვილს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარებული იტალიური საოპერო სიმღერის საქართველოში […]

Წაიკითხე მეტი