ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
19 აპრილი 2021
განახლებული ინფორმაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად: პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის “C”, “D” და “E” ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR […]

Წაიკითხე მეტი
18 მარტი 2021
იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები

გამოქვეყნდა იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის (როგორც ნაბეჭდი, ასევე, ელექტრონული ფორმატის გამოცემების) და ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება 2021 წლის 7 მაისამდე იტალიის საელჩოში, შემდეგ მისამართზე: ჩიტაძის ქ. 3ა, თბილისი. დაფინანსების მისაღებად […]

Წაიკითხე მეტი
5 მარტი 2021
“Italiana, ენა, კულტურა და კრეატიულობა”, ახალი ვებ-პორტალი, რომელიც დღევანდელ იტალიაზე მოგითხრობთ

4 მარტიდან ამოქმედდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი ვებ-პორტალი “Italiana“, რომლის მიზანია იტალიური ენის, კულტურისა და კრეტიულობის პოპულარიზაცია. ვებ-პორტალი, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგება (“კულტურა და კრეატიულობა”, “ენა და განათლება”, “შესაძლებლობები” და “ვინ ვართ”), ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც. სხვადასხვა ვებ-სერიების, დოკუმენტური ფილმების, პოდკასტების, კულტურულ ღონისძიებებთან და პროექტებთან დაკავშირებული სტატიებისა და სიახლების გარდა, […]

Წაიკითხე მეტი
4 მარტი 2021
იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს, რომლებიც გაიმართება 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (84 საათს) შეადგენს. კურსებზე სწავლის მსურველი უცხოელებისთვის გამოყოფილია 14 ადგილი. სწავლის მსურველთა ასაკი 18-25 წელია. გარდა ამისა, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. კურსებზე სწავლის […]

Წაიკითხე მეტი
3 მარტი 2021
“Italiana, ენა, კულტურა და კრეატიულობა”, ახალი ვებ-პორტალი, რომელიც დღევანდელ იტალიაზე მოგითხრობთ

4 მარტიდან ამოქმედდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი ვებ-პორტალი “Italiana” (italiana.esteri.it), რომლის მიზანია იტალიური ენის, კულტურისა და კრეტიულობის პოპულარიზაცია. ვებ-პორტალი, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგება (“კულტურა და კრეატიულობა”, “ენა და განათლება”, “შესაძლებლობები” და “ვინ ვართ”), ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზეც. სხვადასხვა ვებ-სერიების, დოკუმენტური ფილმების, პოდკასტების, კულტურულ ღონისძიებებთან და პროექტებთან დაკავშირებული სტატიებისა და […]

Წაიკითხე მეტი
17 თებერვალი 2021
მნიშვნელოვანი შეტყობინება პენსიონერებისთვის, რომლებიც პენსიას საქართველოში იღებენ

მსოფლიოში არსებული საგანგებო ეპიდსიტუაციის გამო, INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) გატყობინებთ, რომ Citibank-თან შეთანხმებით, გაგრძელდა იმ პენსიონერების ცოცხლად ყოფნის შემოწმების ვადა, რომლებიც პენსიას უცხოეთში იღებენ. აქამდე დადგენილი ვადა (2021 წლის 5 თებერვალი), რომლის განმავლობაშიც პენსიონერებს უნდა გაეგზავნათ ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი ფორმულარი, გაგრძელებულია 2021 წლის 7 მაისამდე. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცედურა ამ ახალ ვადაში არ […]

Წაიკითხე მეტი
9 თებერვალი 2021
იტალიის თანათავმჯდომარეობა გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC) წევრი სახელმწიფოების 26-ე კონფერენციაზე (COP26). გამოქვეყნდა პირობები ღონისძიებაში “Youth4Climate: Driving Ambition” მონაწილეობის მისაღებად

    იტალია ტრადიციულად ჩართულია გარემოს დაცვასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ეროვნულ და გლობალურ დონეზე, სადაც ამგვარი თემების განხილვა ისეთ მნიშვნელოვან მულტილატერალურ ჩარჩოებში ხდება, როგორიცაა გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის” (UNFCCC) წევრი სახელმწიფოების 26-ე კონფერენცია (COP26), რომელსაც ამჟამად იტალია გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად თანათავმჯდომარეობს, და აგრეთვე, დიდი ოცეულის ფარგლებშიც, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე იტალია გახლავთ. ამასთან დაკავშირებით, […]

Წაიკითხე მეტი
1 თებერვალი 2021
პავიის უნივერსიტეტის პროგრამა “Foundation Year”

დაიწყო პავიის უნივერსიტეტის პროგრამაზე “Foundation Year” სწავლის მსურველთა ჩაწერა. პროგრამა ითვალისწინებს მოსამზადებელ კურსს იტალიურ ენაში იმ უცხოელი მოსწავლე-სტუდენტებისთვის, რომლებმაც ჯერ არ დაუსრულებიათ იტალიაში უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი საშუალო განათლების მე-12 წელი.სასწავლო პროგრამა შედგება იტალიური ენის კურსისა და არჩევითი კურსისგან შემდეგ საგნებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; მეცნიერება და მედიცინა; ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა. 2021/2022 სასწავლო წლისთვის შესაძლებელია ერთ-ერთის […]

Წაიკითხე მეტი
8 იანვარი 2021
2020, ღონისძიებები, რომლებიც საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

“Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის” იტალიის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით20 – 23 იანვარიგანათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC) იტალიურ უნივერსიტეტებსა და ქართველ სტუდენტებს შორის პირდაპირი დიალოგით, შეხვედრებითა და პრეზენტაციებით სავსე ოთხი დღე: იტალიის საელჩოს ინიციატივით, რვა იტალიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა იტალიაში სწავლის მსურველებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის პირობების, გამოცდებისა თუ […]

Წაიკითხე მეტი
30 დეკემბერი 2020
პადუის უნივერსიტეტის პროგრამა “Supporting TAlent in ReSearch @ University of Padova – STARS@UNIPD”

პადუისუნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტის მქონე და ინოვაციური კვლევების ხელშეწყობის პროგრამა “Supporting TAlent in ReSearch@University of Padova – STARS@UNIPD” ითვალისწინებს ორწლიანი, ინოვაციური და მაღალი საერთაშორისო დონის ინდივიდუალური კვლევების დაფინანსებას მეცნიერების 27 მიმართულებით, ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების მეცნიერ-მკვლევარებისთვის, ვისაც, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დოქტორის წოდება მინიჭებული აქვს, სულ მცირე, 2 წლის (და არაუმეტეს 7 წლის) წინ.განაცხადებისწარდგენა შესაძლებელი […]

Წაიკითხე მეტი