იტალიის საელჩო საქართველოში წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალში, რომელიც ქ. თბილისში 2 მაისიდან 3 ივნისამდე გაიმართება და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ ორ კონცერტს უმასპინძლებს.
2 მაისს, რიგით მე-20 ფესტივალის გახსნით კონცერტში, ნიჭიერ ქართველ სოპრანო ნანა ქავთარაშვილთან ერთად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება ცნობილი იტალიელი ტენორი პაოლო ლარდიძონე, რომელიც იტალიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პრესტიჟული საოპერო თეატრების სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის.
4 მაისს დაგეგმილ კონცერტზე პაოლო ლარდიძონე და ნანა ქავთარაშვილი შეასრულებენ არიებსა და დუეტებს ცნობილი ოპერებიდან. კონცერტების პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. არ გამოგრჩეთ!