ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
4 ნოემბერი 2025
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

გუშინ, 3 ნოემბერს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის სფეროს მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ბრწყინვალე ქართველ საოპერო მომღერალ იანო ალიბეგაშვილს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა. იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო ალიბეგაშვილს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარებული იტალიური საოპერო სიმღერის საქართველოში […]

Წაიკითხე მეტი
3 ნოემბერი 2025
ხელოვნების 28-ე საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარის” იტალიური ფოკუსი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელმა, 28-ე ფესტივალმა თეატრის მოყვარულებს მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ფოკუსი, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტარდება და სპექტაკლებს, თეატრალურ სახელოსნოებსა და კინოჩვენებებს […]

Წაიკითხე მეტი
28 ოქტომბერი 2025
შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალსა და პოეტთან, დაჩა მარაინისთან

იტალიური ენის ოცდამეხუთე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩომ თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა: გუშინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალთან, პოეტსა და ესეისტთან, დაჩა მარაინისთან. არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოებულმა მწერალმა, წარადგინა ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი „წერის სიყვარული“ და ღონისძიების სტუმრებთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, სამყაროსა და მწერლობის საკუთარ […]

Წაიკითხე მეტი
22 ოქტომბერი 2025
სწავლის შესაძლებლობა: მილანის მოდის მენეჯმენტის ინსტიტუტის (IIFM – Italian Institute of Fashion Management) მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

მილანის მოდის მენეჯმენტის ინსტიტუტი (IIFM – Italian Institute of Fashion Management) აცხადებს მიღებას Fashion მენეჯმენტის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლა მოდისა და ფუფუნების მოდის სფეროს ადმინისტრირების კურსებზე  2026 წლის იანვaრში დაიწყება და ინგლისურ ენაზე წარიმართება. საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის  გამოყოფილია  10 500 ევროს ოდენობის ორი სტიპენდია. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30  ნოემბერი. დეტალური ინფორმაციისთვის […]

Წაიკითხე მეტი
13 ოქტომბერი 2025
#SLIM2025, იტალიური ენის ოცდამეხუთე მსოფლიო კვირეული

13-19 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეხუთე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2025
სწავლის შესაძლებლობა: სამაგისტრო პროგრამა “Techniques for the Analysis, Identification, and Evaluation of Mineral Deposits”

ტურინის უნივერსიტეტი აცხადებს მსურველთა ჩაწერას ინგლისურენოვან სამაგისტრო კურსზე „Techniques for the Analysis, Identification, and Evaluation of Mineral Deposits” 2025-2026 აკადემიური წლისთვის. სამაგისტრო კურსი იმართება ტურინის, გენუის, ნეაპოლის, კალაბრიის, კატანიის, კალიარის, პადუის, კიეტის და ფერარის უნივერსიტეტებისა და იტალიის კვლევების ეროვნული ცენტრის გეოლოგიურ მეცნიერებათა და გეოლოგიური რესურსების ინსტიტუტის (IGG-CNR) ხელშეწყობით. სამაგისტრო კურსზე წინასწარი ჩაწერა შესაძლებელია 2025 წლის […]

Წაიკითხე მეტი
7 ოქტომბერი 2025
მე-17 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა და ტრადიციულად, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს ორ შესანიშნავ მუსიკალურ საღამოს იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით. კონცერტზე, რომელსაც 9 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს, ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს” ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი […]

Წაიკითხე მეტი
30 სექტემბერი 2025
ევროკავშირში შესვლისა და გასვლის სისტემა (EES) 2025 წლის 12 ოქტომბრიდან ამოქმედდება

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) 2017/2226 რეგულაციით შემუშავდა შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის ცენტრალიზებული სისტემა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც შენგენის გარე საზღვრებს კვეთენ მოკლევადიანი (180-დღიან პერიოდში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობის) ვიზიტისთვის. ეს სიახლე მიზნად ისახავს საზღვარზე კონტროლის ეფექტური მართვის გაუმჯობესებას. ეს წესი ა.წ. 12 ოქტომბერს ამოქმედდება და გავრცელდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ მოკლევადიანი ვიზა, […]

Წაიკითხე მეტი
24 სექტემბერი 2025
იტალიური კინო ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფოკუსში

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეხუთე ფესტივალი, რომელიც წელს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, იტალიურ ფოკუსს უმასპინძლებს. იტალიური კინოს მოყვარულებს იტალიური ფოკუსის ფარგლებში არაერთი კინოჩვენება, შეხვედრა და საინტერესო ლექცია ელით. 28 სექტემბერს გაიმართება: დიდი იტალიელი პოეტის, მწერლის, რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის, პიერ პაოლო პაზოლინის გარდაცვალების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – პაზოლინის ფილმის „რიკოტა“ ჩვენება და საჯარო […]

Წაიკითხე მეტი
22 სექტემბერი 2025
გრძელდება იტალიური სპორტის დღის აღნიშვნა საქართველოში

“სპორტი ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ის სიამაყის საგანია იტალიისთვის – ქვეყნისთვის, რომელიც მომავალ წელს უმასპინძლებს ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას: ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, რომლებიც მილანსა და კორტინაში გაიმართება, და ხმელთაშუა ზღვის თამაშებს, რომლებიც ტარანტოში ჩატარდება. სპორტი შესანიშნავი საშუალებაა ხალხებს შორის კავშირების ხელშეწყობისა და სხვადასხვა კულტურებს შორის ხიდის აგებისთვის“, – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოში […]

Წაიკითხე მეტი