იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი გარნიანოში
მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს, რომელიც გაიმართება 2026 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს.
კურსზე სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი 18-40 წელი). კურსზე სწავლისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. სწავლის საფასური იცვლება წარმომავლობის ქვეყნის მიხედვით.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2026 წლის 7 აპრილის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).
იტალიურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
პროგრამა MaRaThon@University of Padua – Master Your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში ხორციელდება
ცხადდება მიღება კურსზე MaRaThon@University of Padua – Master your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში პადუის უნივერსიტეტის ინიციატივით, 2026 წლის 20-22 მაისს გაიმართება.
ინტენსიური კურსი ტარდება იმ მკვლევარებისთვის, რომლებმაც კვლევითი სამუშაოს განსახორციელებლად პადუის უნივერსიტეტი შეარჩიეს და სურთ, წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა შესარჩევ კონკურსში „ჰორიზონტი ევროპას“ მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის პოსტდოქტორანტურის მიმართულებით (იწყება 2026 წლის 9 აპრილს). კურსზე MSCA MaRaThoN@Unipd სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების 50 მკვლევარს, რომლებსაც დოქტორანტურა აქვთ დამთავრებული.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 9 მარტის 13:00სთ-მდე (იტალიური დროით). კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.unipd.it/en/msca-marathon26.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ელ.ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: mariecurie.marathon@unipd.it
სწავლის შესაძლებლობა: რომის უნივერსიტეტი ტორ ვერგატა
რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი (ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტი) აცხადებს გლობალური მმართველობის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველთა მიღებას 2026/2027 აკადემიური წლისათვის.
ადგილების რაოდენობა (სულ 204 ადგილი) შემდეგნაირად არის განაწილებული:
ა) 129 ადგილი – ევროკავშირის წევრის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ასევე, იტალიაში მცხოვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის;
ბ) 75 ადგილი – იტალიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ.
სწავლის მსურველთა ნაკადების განაცხადების მიღების ვადებია:
– 2026 წლის 12 თებერვალი (მეორე ნაკადი);
– 2026 წლის 16 აპრილი (მესამე ნაკადი);
– 2026 წლის 4 ივნისი (მეოთხე ნაკადი).
კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ამედეო ავოგადროს სახელობის აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი (UPO)
პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები, ბიოლოგია და ინფორმატიკა, ფიზიკა და ქიმია, პოლიტიკური დოქტრინები და ზოგადი სოციოლოგია – ამედეო ავოგადროს სახ. აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი სწავლის მსურველებს მასტერისა და დოქტორანტურის უამრავ კურსსა თუ პროგრამას სთავაზობს. ეს უნივერსიტეტი 19 საერთაშორისო პროექტის მონაწილე და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე სასწავლო ცენტრია (იტალიაში პირველ ადგილზეა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში წარმატებული კვლევების თვალსაზრისით და მეორე ადგილზე – ექსპერიმენტულ და კლინიკურ მედიცინაში სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით). უნივერსიტეტის შვიდი დეპარტამენტისა და სამედიცინო სკოლის ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარით.
1998 წელს დაარსებული აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტის ძირითადი ფილიალები ალესანდრიაში, ნოვარასა და ვერჩელიში მდებარეობს, გარდა ამისა, სასწავლებელი წარმოდგენილია პიემონტესა და ვალე დ’აოსტას სხვა ქალაქებშიც.
უნივერსიტეტის დეპარტამენტებია:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ნოვარა)
- ტრანსლაციური მედიცინა (ნოვარა)
- ფარმაკოლოგია (ნოვარა)
- ეკონომიკა და საწარმოთა მართვა (ნოვარა და ალესანდრია)
- ჰუმანიტარული მეცნიერებები (ვერჩელი და ალესანდრია)
- ტექნოლოგიური ინოვაციები (ალესანდრია)
- იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები (ალესანდრია და ნოვარა)
ნოვარას ფილიალთან არსებული მედიცინის სკოლა, საუნივერსიტეტო საავადმყოფოს “Maggiore della Carità” ბაზაზე, კოორდინირებას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ტრანსლაციური მედიცინის დეპარტამენტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.