ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ენა და კულტურა

იტალიური ენა და კულტურა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღებისა და მზარდი დაინტერესების საგანია.

1996 წლიდან თბილისში არსებობს სკოლა “ცისკარი“, სადაც 250-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სკოლაში იტალიური ენა ისწავლება, როგორც პირველი უცხო ენა ყველა სავალდებულო საგნების შესწავლისას. 2017-2018 სასწავლო წლიდან სკოლაში მოქმედებს ორენოვანი განყოფილება, სადაც საგნები იტალიურ ენაზე ისწავლება. სამინისტროს ახალი პროგრამების წყალობით, რომლებიც ძალაში სრულად 2012-2013 სასწავლო წელს შევიდა, იტალიური ენა შეიძლება ისწავლებოდეს ყველა ქართულ სკოლაში (საშუალო საბაზო საფეხურიდან), როგორც მეორე უცხო ენა.

რაც შეეხება სწავლას აკადემიურ დონეზე, იტალიური ენის კურსები არსებობს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში:

 

 

გარდა ამისა, არსებობს უამრავი ადგილობრივი ცენტრი და ასოციაცია, სადაც შესაძლებელია იტალიური ენისა და კულტურის შესწავლა. მათ შორისაა, “იტალიური კულტურის ცენტრი” და 2006 წელს დაარსებული “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი“, რომლის სტუდენტების რიცხვი დღითიდღე მატულობს და რომელმაც რამდენიმე წლის წინ დააარსა “ხელოვნების სკოლა”, სადაც 4-დან 16 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, კრეატიული აქტივობის გარდა, ენისა და კულტურის გაკვეთილები უტარდებათ, ხოლო საქართველოში მცხოვრებ იტალიელიებს ქართული და რუსული ენების შესწავლა შეუძლიათ.

ინტენსიურია საუნივერსიტეტო თანამშრომლობაც. წლიდან წლამდე იზრდება იმ იტალიური უნივერსიტეტების რიცხვი, რომლებიც შეთანხმებებს აფორმებენ ქართულ უნივერსიტეტებთან. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თავისი წვლილი ამ სექტორშიც შეაქვს და, იტალიის საელჩოს მეშვეობით, ქართველ სტუდენტებს უამრავ სხვადასხვა სტიპენდიას ანიჭებს. აღნიშნულ სტიპენდიებს ემატება სხვა იტალიური ორგანიზაციების მიერ გაცემული სტიპენდიებიც.