ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 27 იანვარს აღინიშნება, იტალიის საელჩო საქართველოში, RAI Scuola-სთან თანამშრომლობით, გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს “თავისუფალი მუსიკა. ისტორიები ნოტებზე, ტყვეობაზე, სისასტიკესა და იმედზე” (ავტორები: პიეტრო დე ჯენარო და ალესანდრო გრეკო, რეჟისორი: ალესანდრა პერალტა). ფილმში იტალიელი პიანისტი და კომპოზიტორი ფრანჩესკო ლოტორო საკონცენტრაციო ბანაკებში შექმნილი მუსიკის ისტორიას მოგვითხრობს (ოცდაათი წლის განმავლობაში მაესტრო ლოტორომ შეაგროვა საკონცენტრაციო ბანაკებსა და წამების ადგილებში დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებები და ამ გადარჩენილი მუსიკის უნიკალური არქივი შექმნა).

ფილმი (იტალიურ ენაზე) ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 27 იანვარს ჩვენი საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე.

თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!