ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიელი მხატვრის, ედოარდო ეტორეს პოეტური სტრიტ-არტი საქართველოში

1

გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Mural Fest-ის თანამშრომლობა (გასულ წლებში ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა იტალიელი ხელოვანი ვესოდ ბრეროს ნამუშევარი, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბანს ამშვენებს). ფესტივალი, რომელიც პირველად 2019 წელს გაიმართა, ახალი გამომსახველობითი ფორმების მაძიებელ ქართველ და უცხოელ მხატვრებს აერთიანებს და ამჟამად საქართველოს ხუთ ქალაქს მოიცავს.

ედოარდო ეტორემ, რომელიც თანამედროვე იტალიური ურბანული მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ წარმომადგენლად მიიჩნევა და რომლის ნამუშევრების ნახვა, იტალიის გარდა, ესპანეთში, საფრანგეთში, ბრაზიალიასა და ინდოეთში შეიძლება, თავისი შეუდარებელი კვალი საქართველოს ქალაქებსაც დაამჩნია: შარშანდელი ფესტივალის ფარგლებში, თბილისში შექმნილი ნამუშევარი პრესტიჟული პლატფორმა Street Art Cities-მა ერთ-ერთ საუკეთესო კედლის მხატვრობად აღიარა, წელს კი, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვარმა ქ. გურჯაანში შექმნა პოეტური და მეტაფორული მურალი, “ბეტონის ჰორიზონტები”, ურბანული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში, რომელიც მნახველს ახალი სამყაროს შესაცნობად საზღვრებს მიღმა გახედვას სთავაზობს.