ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

გრძელდება იტალიის საელჩოს ძალისხმევა უმაღლესი განათლების დარგში იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად

გუშინ გაიმართა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრისა (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტების წარდგენა. პროგრამა, რომელიც 2018 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, იტალიის მთავრობის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ღონისძიებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი ამილახვართან, განათლების საერთაშორისო ცენტრის (IEC) დირექტორთან, ნუნუ მიცკევიჩთან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო იტალიის ელჩის მოადგილემ, ფაბიოლა ალბანეზემ, რომელმაც მიულოცა კონკურსში გამარჯვებულებს (ამ პროგრამის მეშვეობით, 2023-2024 სასწავლო წელს ხუთი ქართველი სტუდენტი იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ჩვენს ორ ქვეყანას შორის განათლების დარგში თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსში გამარჯვებულებს!