ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი გამოყოფს სასწავლო სტიპენდიებს „Ca’ Foscari Honours Scholarships” წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ 2026/2027 აკადემიურ წელს სწავლა გააგრძელონ იტალიურ და ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის გამოყოფილია 8 სასწავლო სტიპენდია წლიური 10.000 ევროს ოდენობით (პროგრამის ხანგრძლივობა: სამი წელი); სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის კი გამოყოფილია 20 სასწავლო სტიპენდია წლიური 10.000 ევროს ოდენობით (პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი).
ინგლისურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.