იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით. ამჯერადაც იტალიურმა სტენდმა, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი: ძეხვეული, ტკბილეული და ნაყინი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, ავეჯი, სამკაულები და აქსესუარები. პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება IWAG საქველმოქმედო პროექტებს.
ჩვენი გულითადი მადლობა კომპანიებს: ვერონა, ჯითექსი (OVS), რონიკო, თაონი, დელიკატო, ჯეჯელატო, ლაქტალის-საქართველო (Galbani).
იტალიური პროდუქციის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე