ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სახელოვნებო რეზიდენცია სიცილიაზე

Gibellina

სიცილიის გეოგრაფიული საზოგადოება და სეჯესტას არქეოლოგიური პარკი, ქ. ჯიბელინას 2026 წლისთვის იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქად დასახელებასთან დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს “Cum Grano: თანამედროვე ხელოვნებისა და არქეოლოგიის ხედვები” ერთი ქართველი ხელოვანის შესარჩევად, რომელსაც შესაძლებლებლობა ექნება 2026 წლის ივნისის თვის განმავლობაში იცხოვროს და იმუშაოს ტრაპანის პროვინციის ქ. ჯიბელინაში მდებარე რეზიდენციაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1986 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში, მხატვრობის, ფერწერის ან ქანდაკების მიმართულებით.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 31 დეკემბრის 24:00 სთ-მდე (იტალიური დროით), მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ ფორმატში, ელ. ფოსტის მეშვეობით მისამართზე: gibellina2026@aspencomunicazione.com. წერილის საგნის ველში მითითებული უნდა იყოს “Domanda di partecipazione alla Residenza d’Artista Gibellina-2026”.
საკონკურსო პირობები იხილეთ აქ.