ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მე-17 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“

Balletto di Roma-verticale

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა და ტრადიციულად, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს ორ შესანიშნავ მუსიკალურ საღამოს იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით.

კონცერტზე, რომელსაც 9 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს, ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს” ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უდირიჟორებს. კონცერტზე, რომლის სოლისტი ნიჭიერი ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე იქნება, ბრამსისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შესრულდება.

11 ოქტომბერს ალექსანდრე გრიბოედობის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე წარსდგება მთელ მსოფლიოში ცნობილი იტალიური საბალეტო დასი „Balletto di Roma“. 65 წლის წინ შექმნილი დასის საცეკვაო ხელოვნება კლასიკური ბალეტის ტრადიციებსა და თანამედროვე ქორეოგრაფიას აერთიანებს. საბალეტო წარმოდგენა „Astor. Un secolo di Tango“ შესანიშნავ არგენტინელ კომპოზიტორს, ასტორ პიაცოლას ეძღვნება, მის მუსიკას კი ვირტუოზი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი ასრულებს. არ გამოგრჩეთ!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

#DiplomaziaCulturale