ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კომერციული ატაშეს მონაწილეობა კომპანია “IVM Chemicals”-ის პრეზენტაციაში

გასულ 18 და 19 თებერვალს  ხის ლაქისა და საღებავების მწარმოებელმა კომპანია “IVM Chemicals”-მა საკუთარი პროდუქცია წარმოუდგინა მრავალრიცხოვან საწარმოებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს საქართველოდან, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალური აზიიდან.
კომპანია “IVM Chemicals” იტალიური ჰოლდინგის Gruppo IVM-ის წევრია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ჯგუფია საღებავებისა და ლაქის წარმოებაში. კომპანია “IVM Chemicals”-ს საკუთარი პროდუქცია 70-მდე ქვეყანაში გააქვს.
პრეზენტაცია, რომლის ორგანიზატორია საქართველოში 2013 წლიდან მომუშავე ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანია Chemicals Coating Trading LLC, გაიმართა თბილისში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”.
ღონისძიებას დაესწრო იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე ფაბრიციო ბოვინო.