წელს უკვე მეორედ იმართება საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსი “Vivo d’Arte”, რომელიც ტარდება ფონდ “Romaeuropa”-სთან თანამშრომლობით და კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტროს მონაწილეობით.
კონკურსი უცხოეთში რეზიდენტი ახალგაზრდა (36 წლამდე ასაკის) იტალიელი ხელოვანებისთვის ორი სექციისგან შედგება: ერთი სექცია მთლიანად ეძღვნება პერფორმატიულ ხელოვნებას (მუსიკას, თეატრს, თანამედროვე ცეკვას), მეორე – ვიზუალურ ხელოვნებას (სახვითი ხელოვნების დარგებს, ქანდაკებას, ვიდეოხელოვნებას). გამარჯვებული პროექტი წარმოდგენილი იქნება ქ. რომში, ფესტივალის “Romaeuropa” ფარგლებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 მარტის 23:50სთ (იტალიური დროით).
კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
