ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

5 დეკემბერს იწყება თბილისის მე-22 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც იტალიის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “ამირანში” ნაჩვენები იქნება 2021 წელს გადაღებული ორი იტალიური ფილმი:

ძმები დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენცოს “ლათინური ამერიკა“, შესანიშნავი მსახიობის, ელიო ჯერმანოსა და სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მსახიობი ქალების, ასტრიდ კაზალის, სარა ჩოკასა და კარლოტა გამბას მონაწილეობით. ფილმი, რომელიც წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი, რეჟისორების თქმით “სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ისევე, როგორც ყველა სასიყვარულო ამბავი, თრილერია”. “ლათინური ამერიკა” თბილისში ორჯერ იქნება ნაჩვენები: 10 დეკემბერს 14:15სთ-ზე (მე-2 დარბაზში) და 12 დეკემბერს 14:30სთ-ზე (1 დარბაზში).

კანის “ოქროს პალმის რტოს”, “დონატელოს დავითის”, “ვერცხლის ფირისა” და სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი რეჟისორისა და მსახიობის, ნანი მორეტის ფილმი “სამი სართული” გვიყვება სამი ოჯახის ისტორიას, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ არ იცნობენ მანამ, სანამ ერთ დღეს მოვლენათა სერია სამივე ოჯახის წევრების ცხოვრებასა და ყოველდღიურობას რადიკალურად არ შეცვლის. ფილმი მარგერიტა ბაის, ალბა რორვახერისა და რიკარდო სკამარჩოს მონაწილეობით, ნაჩვენები იქნება 10 დეკემბერს 19:00სთ-ზე (მე-2 დარბაზში) და 12 დეკემბერს 19:00სთ-ზე (მე-3 დარბაზში).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ და კინოთეატრ „ამირანის” სალაროში.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.