ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური სამზარეულოს კვირეული, რომელიც სუფრის კულტურას, მდგრად განვითარებასა და ინოვაციას ეძღვნებოდა, იტალიელი შეფ-მზარეულის, კარლო კრაკოს საქართველოში სტუმრობით დაგვირგვინდა

იტალიური სამზარეულოს მეშვიდე მსოფლიო კვირეულის წარმატებით აღნიშვნა იტალიური სამზარეულოსადმი ქართული საზოგადოების ინტერესისა და სიმპათიის კიდევ ერთი დასტურია. კვირეულის პროგრამა ყველანაირ გემოვნებას ითვალისწინებდა: კულტურულ ღონისძიებებს, საჯარო დეგუსტაციებს, მრავალრიცხოვანი პარტნიორი კომპანიების მიერ შეთავაზებულ ფასდაკლებებს იტალიურ ნაწარმზე და, საქართველოში პირველად “მიშლენოსანი” იტალიელი შეფ-მზარეულის, კარლო კრაკოს სტუმრობას.

4

ცხადია, იტალიური სამზარეულოს ასეთი ვარსკვლავის ვიზიტი შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიდა – ეს ვიზიტი ადგილობრივი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, შეფ-მზარეულის საავტორო კერძებმა კი საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო “რადისონის” რესტორან “ფილინი”-ში მოწვეული სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია. კარლო კრაკოს თქმით, ღონისძიების მთავარი თემა ტრადიციული გემოების (ჩვენი სამზარეულოს მახასიათებლად სწორედ მისი სიმარტივე მიიჩნევა) ხელახლა აღმოჩენა და მათი გარდაქმნა ინოვაციების მეშვეობით, რაც ჩვენს აგრო-სასურსათო წარმოებას და სარესტორნო სფეროს განსაკუთრებით გამოარჩევს საერთაშორისო დონეზე.

5

პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ცნობილმა პროფესორმა ანდრეა პიერონიმ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გამართა კულტურას, გემოებსა და ტერიტორიას შორის კავშირის თემაზე. მსჯელობა შეეხო ქართულ კვებით ტრადიციებსაც (მაგ. “ქართულ სუფრას”) და მათ მსგავსებას ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტრადიციებთან, სადაც იტალიურ სამზარეულოს ცენტრალური ადგილი უკავია. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დეგუსტაცია – წარმოდგენილი იყო პიემონტეს რეგიონისა და ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოები.

6

მსურველებს შეეძლოთ დასწრება კულინარიულ შოუზე, რომელსაც ახალგაზრდა მზარეული ალესანდრო სიმიოლი (წარმოშობით ქ. მასა ლუბრენსედან) უძღვებოდა. შოუს განმავლობაში, რომლის მთავარი თემა კულინარიული კრეატიულობა და ინგრედიენტების კვებითი ღირებულება გახლდათ, იტალიელმა მზარეულმა დამსწრეებს ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს გამორჩეული კერძები შესთავაზა. ღონისძიება სიურპრიზით დასრულდა – სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაესინჯათ უზარმაზარი და უგემრიელესი ტირამისუ. სასმელებს მიეძღვნა ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო მთელ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი და ყველასთვის საყვარელი იტალიური ლიქიორი “Limoncello”.

7

დღეს საღამოს კი გაიმართება კვირეულის დასკვნითი ღონისძიება – გამოფენა-კონკურსში ,,მაკარონის ხელნაკეთობები” გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობა 44 პატარა ხელოვანმა მიიღო, რომლებმაც იტალიური სამზარეულოს საკულტო პროდუქტისგან, პასტასგან შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს იტალიელი მზარეული ლუიჯი ტურსი, რომელიც იტალიური სამზარეულოს კვებით ღირებულებებსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელ გემოებს გაგვაცნობს.

8

კვირეულის მთავარი გმირი მრავალფეროვნებითა და მრავალსახოვნებით წარმოდგენილი იტალიური გემო გახლდათ, რომელიც ყოველთვის ასე აღაფრთოვანებს გემრიელი სამზარეულოს მოყვარულებს.

9

იტალიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ უხდის მადლობას სპონსორებს, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსა (ICE-ITA) და ჩვენი ღონისძიებების უამრავ სტუმარს. ჩვენ განვაგრძობთ გამორჩეული იტალიური გემოს წარდგენას საქართველოში!

გაეცანით ჩვენი ღონისძიებების ამსახველი ფოტოსურათების გალერეას.

10

collage radisson

collage biblioteca

collage orbeliani

collage pollenzo


სტატიები და სიუჟეტები:

დანტე ალიგიერის საზოგადოება, თბილისის კომიტეტი – სტატია, 01.11.2022
AISE – სტატია, 16.11.2022
Agenda.Ge – სტატია, 16.11.2022
Exclusive TV – სტატია, 16.11.2022
ქართული კვირა – სტატია, 16.11.2022
Times of Georgia – სტატია, 16.11.2022
ტვ რუსთავი 2, გადაცემა “დილა მშვიდობისა, საქართველო” – სიუჟეტი, 17.11.2022
Georgia Today – სტატია, 19.11.2022
ტვ რუსთავი 2, გადაცემა “კურიერი” – სიუჟეტი, 19.11.2022
The Messenger – სტატია, 21.11.2022
Bottega Sana – სტატია, 21.11.2022
AISE – სტატია (II), 22.11.2022
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო – სტატია, 23.11.2022
Agenzia NOVA – სტატია (1), 23.11.2022
Agenzia NOVA – სტატია (2), 23.11.2022
Comunicazione inform – სტატია, 23.11.2022
ტვ იმედი, გადაცემა “იმედის დილა” – სიუჟეტი, 24.11.2022
Giornale Diplomatico – სტატია, 24.11.2022