ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის” ხელმოწერა

დღეს, იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის (ინიციატივის, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება) ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართა “თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის” ხელმოწერის ცერემონია და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუ-ში იტალიის კულტურის ცენტრის შექმნასა და იტალიური ენის უფასო სასწავლო კურსების ორგანიზებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის.

მრავალრიცხოვან სტუმრებს, მათ შორის, უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებას ამ ინიციატივისთვის და მის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა: “სიმბოლურია, რომ ამ ერთობლივ პროექტს საფუძველი სწორედ წელს ჩაეყრება, როდესაც ჩვენ იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ვზეიმობთ. ეს პროექტი დამატებით მუხტს შესძენს საქართველოში იტალიური ენის შესწავლასა და იტალიური ენობრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას”.