Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული სასკოლო აქტივობის დასკვნითი ღონისძიება

თარიღი:

26/10/2022


იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული სასკოლო აქტივობის დასკვნითი ღონისძიება

იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვას" ორგანიზებით ჩატარებული სასკოლო აქტივობების დასკვნითი ღონისძიება - საქართველოს იმ საჯარო და კერძო სკოლებში, სადაც იტალიური ენა ისწავლება, გამართულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.


slim 13

იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესტუმრნენ ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლას, სადაც გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ კვირეულის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ბავშვებმა შეასრულეს ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნები და წარმოადგინეს მუსიკალური პროგრამა.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ისაუბრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით გამართული ინიციატივის - იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის - მნიშვნელობაზე და სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს იტალიის საელჩოს მიერ მომზადებული ჯილდოები (მაისურები, ჩანთები და სამახსოვრო საჩუქრები იტალიური ენის ოცდამეორე კვირეულის ლოგოთი) გადასცა.


slim 14


ადგილი:

Tbilisi

1455