ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ფოტოგრაფიის დიდოსტატების თვალით დანახული იტალია

19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით ხორციელდება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ფოტოსურათებზე იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს.

1 italiae michele vestrini 1958

გამოფენა, რომლის კურატორები რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი არიან, სამ სექციად იყოფა (“პეიზაჟები”, „ნამუშევრები” და „პორტრეტები”). თითოეული სექცია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სრულყოფილი მხატვრული, ისტორიული და დოკუმენტური ექსკურსია, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში უყრის თავს იტალიური ფოტოგრაფიის 160 წლიან ისტორიას ფოტოატელიეს სურათებიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ნამუშევრებამდე, და მათი მეშვეობით ქმნის უჩვეულო კუთხით დანახული პეიზაჟების, მოვლენებისა და ადამიანების პორტრეტების გალერეას, რომელიც შესანიშნავად გადმოგვცემს მუდმივ ევოლუციაში მყოფი ქვეყნის მრავალსახეობასა და იტალიური ფოტოგრაფიის გასაოცარ კომპლექსურობას.

გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოგრაფებს შორისაა: ვიტორიო სელა, ჯანი ბერენგო გარდინი, პიერჯორჯო ბრანცი, ფრანკო ფონტანა, ალექს მაიოლი, ნინო მილიორი, პაოლო პელეგრინი, ფერდინანდო შანა, მარიო ჯაკომელი, ჯან პაოლო ბარბიერი და სხვები.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

სტატიები და სიუჟეტები:

Tbilisi Photo Festa Kolga – სტატია, 01.09.2022
Tbilisi Photo Festa Kolga – 01.09.2022
Giornale Diplomatico – სტატია, 15.09.2022
Comunicazione Inform – სტატია, 15.09.2022
NewsDay – სტატია, 16.09.2022
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA) – სტატია, 16.09.2022
Georgia Today – სტატია (I), 16.09.2022
იმედინიუსი – სტატია, 16.09.2022
At.Ge – სტატია, 17.09.2022
ტვ რუსთავი 2, გადაცემა “კურიერი” – სიუჟეტი, 19.09.2022
ტვ ფორმულა, გადაცემა “დილა ფორმულაზე” – სიუჟეტი, 20.09.2022
Paqtebi.Ge – სტატია, 20.09.2022
Georgia Today – სტატია (II), 21.09.2022