Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიება და ურბანული პეიზაჟის გარდაქმნა

თარიღი:

23/09/2022


ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიება და ურბანული პეიზაჟის გარდაქმნა

თბილისის ქუჩის ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Mural Fest-ის მთავარი მიზანი ქალაქის შენობების კედლების მოხატვა და ღია ცის ქვეშ სახელოვნებო ლაბორატორიის შექმნაა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს 8 ქართველი და უცხოელი სტრიტ-არტისტი, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იტალიელი ხელოვანი ვესოდ ბრერო, რომლის შეუდარებელმა მხატვრობამ საკუთარი კვალი მილანს, პადუას, ტურინსა და ბევრ სხვა ქალაქს დაამჩნია.

ვესოდმა უამრავი განსხვავებული ტექნიკა და სტილი გამოსცადა და დღეს მის ნამუშევრებს ყველაზე მეტად რენესანსისა და, ამავდროულად, ფუტურიზმის გავლენა ეტყობა.

იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ამ გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვრის ნამუშევარი ახლა საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე სახლსაც დაამშვენებს.

vesod


ადგილი:

Tbilisi

1444