Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საქველმოქმედო კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

თარიღი:

23/09/2022


საქველმოქმედო კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი, რომლის ორგანიზატორია ცნობილი მეცო სოპრანოს ნინო სურგულაძის მიერ ბავშვების დასახმარებლად დაარსებული ფონდი "ნატვრის ხე".
კონცერტში, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება, თავად ნინო სურგულაძის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული იტალიელი საოპერო მომღერლები:
- კარლო ვენტრე, ჯინო ბეკის პრემიით დაჯილდოებული და ფილადელფიის ლუჩიანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ტენორი, რომელიც მილანის ლა სკალას თეატრში დებიუტის შემდეგ, დიდი წარმატებით გამოდის რომის, ტრიესტეს, გენუის, კიოლნის, ტოკიოსა და ათენის საოპერო თეატრების სცენებზე;
- არაჩვეულებრივი სოპრანო ბარბარა ფრიტოლი, რომელმაც თავისი ხმით მოაჯადოვა მსოფლიოს ისეთი პრესტიჟული საოპერო თეატრები, როგორიცაა მილანის ლა სკალას, ნეაპოლის სან კარლოს, ვენეციის ლა ფენიჩეს, მეტროპოლიტენის, ლონდონის სამეფო ოპერის, პარიზისა თუ ვენის საოპერო თეატრები;
- მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საოპერო თეატრების სასურველი სტუმარი, სახელგანთქმული ბარიტონი მასიმო კავალეტი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ჯუზეპე საბატინი, რომელიც წარსულში კარუზოს, ლაური ვოლპისა და ტიტო სკიპას სახ. პრემიებით დაჯილდოებული ტენორი, ამჟამად კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი დირიჟორია.
საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი, რომელიც 27 სექტემბერს (დასაწყისი 22:00სთ-ზე) თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, გადაიცემა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, შემოსული თანხა კი ქართველ და უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება.
თქვენ გელით ბრწყინვალე მუსიკოსები, რომლებიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან ბავშვების გადასარჩენად. არ გამოგრჩეთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.


სტატიები და სიუჟეტები:

ფონდი "ნატვრის ხე" - ვიდეო, 21.09.2022
ქართული კვირა - სტატია, 21.09.2022
ტვ რუსთავი 2, გადაცემა "დილა მშვიდობისა" - სიუჟეტი, 21.09.2022
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი - სტატია, 23.09.2022
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "მოამბე" - სიუჟეტი (I), 23.09.2022
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "მოამბე" - სიუჟეტი (II), 24.09.2022
ტვ ფორმულა, გადაცემა "დილა ფორმულაზე" - სიუჟეტი, 24.09.2022
ფორტუნა - სტატია, 24.09.2022
კვირა - სტატია, 25.09.2022
ტვ რუსთავი 2, გადაცემა "შუადღე" - სიუჟეტი, 27.09.2022
ტვ რუსთავი 2 - ვიდეო (I), 27.09.2022
ტვ რუსთავი 2 - ვიდეო (II), 27.09.2022


ადგილი:

Tbilisi

1443