Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

გამოფენა "კრისტოფორო კასტელი და კოლხეთი"

თარიღი:

04/08/2022


გამოფენა

გრძელდება თეატინელი პატრის, კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი გამოფენის მოგზაურობა საქართველოში: დედაქალაქის შემდეგ, კასტელის ნახატების რეპროდუქციები ახლა კოლხეთის ანტიკურ ქალაქს, ვანს სტუმრობს. გამოფენას, რომელიც იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გახსნეს, უამრავ სტუმართან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

3 0


იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ორგანიზებული გამოფენა, რომელიც იტალიასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება, ღია იქნება მნახველისთვის 2022 წლის 2 ნოემბრამდე.


ადგილი:

Tbilisi

1429