Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი მუსიკოსები ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი:

21/07/2022


იტალიელი მუსიკოსები ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის თანამშრომლობა. რიგით მეცხრე ფესტივალი, რომელიც 23-31 ივლისს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ჩატარდება, არაჩვეულებრივი კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ. კონცერტი იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება.
31 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე საქართველოში პირველად წარსდგება საქსოფონისტი ალექს სებასტიანუტოსა და აკორდეონისტი სებასტიანო ძორძას დუეტი "FiSAx". უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული იტალიელი მუსიკოსები ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან თანამშრომლობენ, როგორიცაა ნეაპოლის სან კარლოს თეატრისა და ვენეციის ლა ფენიჩეს საოპერო თეატრის ორკესტრები, ასევე, ზაგრებისა და ბერლინის სიმფონიური ორკესტრები.
კონცერტის პროგრამაშია მარჩელოს, ვივალდის, გალიანოსა და ჟობიმის ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1423