Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

თარიღი:

03/06/2022


იტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა. მრავალრიცხოვან სტუმრებს "იტალიური ცხოვრების სტილის" (სილამაზის, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზის) ნამდვილი ზეიმი დახვდათ - ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და იტალიური კრეატიულობით გამორჩეული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:

1

გამოფენები
: კარლო რომეოს, ალესიო ლიგუორის, მარკო პეშეტელისა და სტეფანო ბალდის ერთობლივი ფოტოექსპოზიცია "მოგზაურობა იტალიაში. იტალიის რეგიონების ხელოვნება, წარმოება და პერსონაჟები"; იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს (CNAPPC) მიერ იტალიური დიზაინის დღის ფარგლებში მომზადებული გამოფენა „რე@გენერაცია: დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის" და სახელგანთქმული ჟურნალი „Domus"-ის ქართული გამოცემის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია „შესაძლოა თუ არა ისტორიის და მომავლის კოჰაბიტაცია?"

მუსიკა: ეროვნული ჰიმნები და ცნობილი საოპერო არიები სახელგანთქმულმა იტალიელმა ბარიტონმა ვიტორიო ვიტელიმ, ვერდის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულმა იტალიელმა ტენორმა ლუჩანო განჩიმ და ბრწყინვალე სოპრანომ იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულეს.

ენოგასტრონომია: კვების პროდუქტები და კერძები იტალიის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. წვეულებაზე, უამრავ სხვადასხვა დელიკატესთან ერთად, წარმოდგენილი იყო მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი, პარმიჯანო) და, ასევე, მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულის, მატეო სივეროს სპეციალური მენიუ - ორიგინალური რეცეპტით მომზადებული ლაზანია და ტირამისუ.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა ინსტიტუციის, ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა. დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.

მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს.

banner 02.06.2022


სტატიები და სიუჟეტები:


Agenda.Ge - სტატია, 02.06.2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - 02.06.2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – 02.06.2022
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი - 02.06.2022
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 02.06.2022
The Messenger n. 105 - სტატია, 03.06.2022
NewsDay – სტატია, 03.06.2022
Faktebi.Ge - სტატია, 03.06.2022
Georgia Today - სტატია, 03.06.2022
ტვ იმედი, "ქრონიკა" - სიუჟეტი, 03.06.2022


ადგილი:

Tbilisi

1409