ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე: კონკურსში “STEM Study Visit to Italy” გამარჯვებულთა დაჯილდოვება და ინოვატორთა ინტერაქციული სესია

წარმატებული შარშანდელი ინიციატივის მსგავსად, წელსაც, 2022 წლის 16 მაისს გაიმართება ახალ კონკურსში “STEM Study Visit” გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების დაჯილდოება. კონკურსი იმართება იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2018 წელს, ასოციაცია “Materias”-სთან პარტნიორობით გაფორმებული და შემდგომში განახლებული შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიზანს იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართება, სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობას გამოაცხადებენ. გამარჯვებული ინოვატორები პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ იტალიაში, ინოვაციების, სამეცნიერო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობ სახელგანთქმულ ციფრულ აკადემია SPICI-ში, რომელიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ჰაბს, საერთაშორისო აქსელერატორსა და სამეწარმეო ცენტრს წარმოადგენს და მისი სათაო ოფისი ქ. ნეაპოლში, სან-ჯოვანი-ა-ტედუჩოს რაიონში მდებარეობს. კონკურსში გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია იტალიაში სამთვიანი სასწავლო ვიზიტი, რომლის განმავლობაშიც ქართველ ინოვატორებს ელით კომპანიებისა და საჯარო ადმინისტრაციისთვის საჭირო ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გადაწყვეტების შემუშავება, წარმოების დაგეგმვასა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა და, ასევე, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი უწყებათაშორისი პროგრამები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ იტალიის წამყვანი ინოვატორები, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები, მათ შორის, კამპანიის რეგიონის რწმუნებული სამეცნიერო კვლევების, ინოვაციებისა და სტარტაპების საკითხებში, ვალერია ფაშონე; ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯო ვენტრე; SPICI-ის პრეზიდენტი ვინჩენცო ლიპარდი და ინოვაციების ჰაბის სხვა წარმომადგენლები. ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთვება იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) პრეზიდენტი ლუიჯი ნიკოლაისი.

დაჯილდოების შემდეგ, ინოვაციების ჰაბის წარმომადგენლები გამართავენ პრეზენტაციას ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიების თემებზე და მონაწილეობას მიიღებენ ინოვატორთა ინტერაქციულ სესიაში “InnovItaly in Georgia”, რომლის მიზანი იტალიასა და საქართველოს შორის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ღონისძიებისა და დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ფოტოსურათების სანახავად დააჭირეთ აქ.

სტატიები და სიუჟეტები:

COTEC – სტატია, 15.05.2022
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) – სტატია I, 16.05.2022
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) – სტატია II, 16.05.2022
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) – ვიდეო, 16.05.2022
Enterpreneur – სტატია, 16.05.2022
Expressnews – სტატია, 16.05.2022
Newspress – სტატია, 16.05.2022
The Messenger – სტატია, 17.05.2022
Agenda.Ge – სტატია I, 17.05.2022
Agenda.Ge – სიახლე I, 17.05.2022
Agenda.Ge – სიახლე II, 17.05.2022
Georgia Today – სტატია, 17.05.2022