ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

„იტალიის ფრაგმენტები” თბილისში

იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებს “ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალთან ტრადიციულ თანამშრომლობას და ფესტივალის ფარგლებში გთავაზობთ იტალიელი ფოტოგრაფის, სცენარისტის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, ჯონ რენდოლფ პეპერის ნამუშევრების გამოფენას “იტალიის ფრაგმენტები: 1970-2010“, რომელიც 2022 წლის 8 მაისს, 18:30სთ-ზე “ხელოვნების სასახლეში” გაიხსნება.

ექსპოზიციაზე (კურატორი რობერტა სემერარო) წარმოდგენილი იქნება ადამიანებისა და მომენტების ამსახველი შავ-თეთრი დოკუმენტური ფოტოკადრები, რომლებსაც პეპერი ორმოცი წლის განმავლობაში, იტალიაში მოგზაურობისას იღებდა – ეს გახლავთ “ქუჩის ფოტოგრაფიის” შესანიშნავი ნიმუშები, რომლებიც ძველი დროის რეპორტაჟებს მოგაგონებთ.