რომის ებრაული თემისა და რომის ებრაული მუზეუმის ფონდის ორგანიზებით შეიქმნა ექსპოზიცია "1849-1871. ებრაელები რომში: სეგრეგაციიდან ემანსიპაციამდე", რომლის ამსახველი ვიდეო (სუბტიტრებით ინგლისურ ენაზე) ახლა უკვე ხელმისაწვდომია ვებ-პორტალი "Italiana"-ს Vimeo პლატფორმაზე.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადებული ვიდეო ამ გამოფენის ერთგვარი ვირტუალური ტურია. ექსპოზიციაზე, რომლის კურატორები ფრანჩესკო ლეონე და ჯორჯია კალო არიან, წარმოდგენილია ექსპონატები იტალიის სხვადასხვა მუზეუმიდან და კერძო კოლექციიდან. 70-მდე სურათი, ქანდაკება და დოკუმენტი მოგვითხრობს იტალიელ ებრაელებზე იტალიის გაერთიანების (რისორჯიმენტოს) პერიოდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე - ვირტუალური გამოფენა "1849-1871. ებრაელები რომში: სეგრეგაციიდან ემანსიპაციამდე"
2022-01-21

Maeci
ადგილი:
Tbilisi