Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

#ItalianTaste 2021, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული ბრუნდება!

თარიღი:

19/11/2021


#ItalianTaste 2021, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული ბრუნდება!

2021 წლის 22-28 ნოემბერს გაიმართება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მიზანი იტალიის მრავალფეროვანი გასტრონომიული მემკვიდრეობის წარმოჩინება და იტალიური სამზარეულოსა და უმაღლესი ხარისხის მქონე სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაა. იტალიური სამზარეულო მხოლოდ ეკონომიკა და სავაჭრო ნიშანი "Made in Italy" არ გახლავთ, ის კულტურაცაა - იტალიური კერძები ხომ ჩვენი მდიდარი ისტორიისა და ადგილობრივი ტრადიციების შეწყმის შედეგია. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კი ინოვაციური მიდგომაა: იტალიურ სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნება ადგილი ახალი რეცეპტებისა და ახალი გემოებისთვის.

იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება, იტალიური სამზარეულოს ტრადიციებისა და სამომავლო პერსპექტივების გარდა, ეკოლოგიური კვებითი კულტურის შეფასებასა და ცნობიერების ამაღლებასაც ეძღვნება. გასტრონომიისა და ეკოლოგიის ურთიერთკავშირის გარდა, წლევანდელი კვირეული ისეთ თემებსაც მოიცავს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება და იტალიის რეგიონების ენოგასტრონომიული ნაწარმი, განსაკუთრებული ყურადღება კი ხმელთაშუა ზღვის დიეტის - დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ნიმუშის - უნიკალურ ღირებულებებს დაეთმობა.

კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო საქართველოში ღონისძიებებით აღსავსე მდიდარ და მრავალფეროვან მენიუს შემოგთავაზებთ. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ჩვენი ტრადიციებისა და გამოცდილების გაზიარებას, ენოგასტრონომიული ცოდნის პოპულარიზაციასა და გამორჩეული იტალიური კერძებისა და პროდუქტების წარმოჩინებას საქართველოში, სემინარების, კონფერენციების, დეგუსტაციების, იტალიელ შეფ-მზარეულებთან შეხვედრისა და მულტიმედიური საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით.

თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!


ადგილი:

Tbilisi

1364