Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი

თარიღი:

13/09/2021


ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა და, ლაგოდეხის მუზეუმთან ერთობლივად, მუშაობა განაახლა „ლაგოდეხის ქართულ-იტალიურ არქეოლოგიურ პროექტზე“. ეს არქეოლოგიური მისია ხორციელდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით.

საველე სამუშაოები 29 აგვისტოს დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გასტანს. გაგრძელდება ქალკოლითის დროინდელი (ძვ.წ.აღ. 5000-4800წწ.) წითელგორის ნასახლარის კვლევა, რომელმაც, ჩატარებული გეომაგნიტური პროსპექციის მეშვეობით, ბევრი საინტერესო შედეგი აჩვენა. საველე სამუშაოები ახალი დაწყებულია და ამჟამად მიმდინარეობს ლაგოდეხის ტერიტორიის გეოარქეოლოგიური კვლევა და ადგილობივ მუზეუმებში დაცული არქეოლოგიური მასალების შესწავლა-შეფასება. პროექტის ერთ-ერთი მიზანი საგანმანათლებლო აქტივობაცაა - მის ფარგლებში დაგეგმილია ლექციების კურსი ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის.

იტალიურ არქეოლოგიურ მისიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს.


rova


ადგილი:

Tbilisi

1345