ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალი

შავი ზღვის სახელგანთქმული ტურისტული ქალაქი ბათუმი გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც იტალიური კულტურული ასოციაცია AICU-ს ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია, კლასიკური მუსიკის მეშვეობით, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების გაერთიანება და მყარი კულტურული კავშირების შექმნა.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში სამი ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსი მონაწილეობს: სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ალესანდრო გოლდონი (ტენორი), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს იაპონიის, შვეიცარიის, აშშ-სა და ჩინეთის ცნობილ საოპერო თეატრებთან; კლაუდია სასო (სოპრანო), რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე; სადირიჟორო პულტთან კი წარსდგება Tokyo Metropolitan Opera Foundation-ის დირექტორი და გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალის, მუსიკალური ფესტივალის „ბათუმის ცის ქვეშ“ და, ასევე, ჩილეს საოპერო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლორენცო ტაციერი.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, კონცერტი მსმენელის გარეშე გაიმართება, მაგრამ საოპერო მუსიკის მოყვარულებს მისი მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ სატელევიზიო არხის Adjara TV-ს მეშვეობით.

კონცერტზე შესრულდება არიები ვერდის, მასკანის, პუჩინისა და ჯორდანოს ცნობილი ოპერებიდან.

genoa poster